მალე დამთავრდება ის დრო, როდესაც ჟურნალისტების მცირე ნაწილი იქნება იძულებული გაეკიდოს იმას, ვინც არ გარბის - მამუკა მდინარაძე

26 ნოემბერი 2019, 13:45 1448 ნახვა

"ძალიან მალე დამთავრდება ის დრო, როდესაც ჟურნალისტების მცირე ნაწილი იქნება იძულებული, გაეკიდოს იმას, ვინც არ გარბის, ჩვენ გვაქვს ასეთი პრეცედენტები," - ამბობს "ქართული ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე. 

"თქვენი პატივისცემის ფარგლებში იმასაც გეტყვით, როდესაც არსებობენ პარტიული ტელევიზიები გასაგებია ასეთი ტენდეციური მიდგომები, მაგრამ როდესაც რესპოდენტი არსად არ მიდის, ბოლომდე ამომწურავად პასუხობს და, როგორც კი კითხვებს ამოწურავს, მიდის და ორი მეტრის იქეთ, იძულებული ხარ გაეკიდო, აი ეს იძულებაც არ გექნებათ. არ გექნებათ მაშინ, როდესაც ნაციონალური მოძრაობის კონკრეტული ტელევიზიები არ იარსებებენ, იმიტომ კი არა, რომ ტელევიზიები და მედია საშუალებები არ იარსებებენ, არამედ ნაციონალური მოძრაობა ძალიან მალე არ იარსებებს. ჩვენ კი შეგვეძლება ვთქვათ, რომ მედია არის აბსოლუტურად თავისუფალი, თუ ისინი აკეთებდნენ და ახორციელებდნენ ბულინგს წლების განმავლობაში, ისინი ამას აგრძელებენ დღესაც და მე დარწმუნებული ვარ, რომ თავისუფლების ხარისხი, თქვენით დაწყებული, კიდევ უფრო გაიზრდება ამ ქვეყანაში" - განაცხადა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში