დეპუტატი გია ვოლსკი ცოტახნის წინ პარლამენტში მივიდა. მან ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა.
დეპუტატის განცხადებით, პარლამენტმა მუშაობა უნდა გააგრძელოს.
„არ არის სასიამოვნო ეს პროცესები, მაგრამ უნდა გააგრძელოს მუშაობა პარლამენტმა“ ,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
პარლამენტის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა დაგეგმილი, მანამდე კი, პარლამენტის ბიურო უნდა გაიმართოს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დეპუტატებს არ მისცემენ საშუალებას, სხდომა ჩაატარონ.