დღეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო დღე აღინიშნება

25 ნოემბერი 2019, 20:00 2369 ნახვა

დღეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო დღე აღინიშნება.  ფაქტია, რომ ქალების მიმართ ძალადობა გლობალურ პრობლემად რჩება.  გაეროს მონაცემებით, ქალების 70 პროცენტი ოჯახური ძალადობის გამო იტანჯება.  

ბოლო წლებში ამ პრობლემის არსებობას სულ უფრო მეტ ქვეყანაში აღიარებენ. დღეს მთელ მსოფლიოში ქალებს სოლიდარობა საპროტესტო მსვლელობებით მრავალ ქვეყანაში გამოუცხადეს.
 

აქციის მონაწილეებმა მთავრობებს ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისკენ მოუწოდეს. ქალების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დღეს საჯარო მიმართვა  ინტერპოლმაც გაავრცელა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი