აქცია პროკურატურასთან

10 სექტემბერი 2016, 00:00 3924 ნახვა

მინდია ოჯახიშვილის ახლობლები და ოჯახის წევრები აჭარის რაიონულ პროკურატურასთან საპროტესტო აქციას ამ წუთბეში მართავენ. უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძის ინფორმაციით. ოჯახს აქვს მტკიცებულება, რომ დაკავებულს იარაღი და ნარკოტიკი პოლიციამ ჩაუდო. მინდია ოჯახიშვილს წინასწარი პატიმრობა გუშინ შეეფარდა. დაცვის მხარე კი მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. იარაღის ჩადების ფაქტს არ ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. პროკურორის ინფორმაციით, საქმის მასალებით ირკვევა რომ მას ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული საშუალება ჩხრეკისას აღმოაჩნდა. გამოძიება მინდია ოჯახიშვილს იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ასევე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა, და  პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი