მიტროპოლიტი გრიგოლი დეზინფორმაციაზე

23 ნოემბერი 2019, 15:33 1451 ნახვა

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი საზოგადოების განვითარებისთვის ერთ-ერთ საფრთხედ დეზინფორმაციას მიიჩნევს.

მისი განცხადებით,როდესაც ქვეყანა თავის განვითარების გზაზე დგას და ცდილობს რეფორმების გატარებას, რათა დასავლეთის სახელმწიფოებთან ღირებულების მხრივ მეტად დაახლოვდეს,  თავს იჩენს ისეთი დეზინფორმაცია, რომელიც დასავლეთის, მათ შორის ამერიკისა და ევროპული სახელმწიფოების დისკრედიტაციას ეწევა და მათ სახავს ბოროტების წყაროდ. 

ამის შესახებ   მეუფე გრიგოლმა ფოთის საკათედრო ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებული ღამისთევის მსახურების დასრულების შემდეგ განაცხადა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი