პენიტენციურ დაწესებულებებში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათების შეგზავნა ხვალიდან იწყება. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
"სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათების შეგზავნა ხვალიდან, 21 ნოემბრიდან დაიწყება.პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება მოხდება 21-22 ნოემბერს, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე"- წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.