საქართველოს და თურქეთს შორის საბაჟო პროცედურები გამარტივდება - სამინისტრო

20 ნოემბერი 2019, 11:59 5653 ნახვა

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო და თურქეთი საბაჟო პროცედურების გამარტივებაზე შეთანხმდნენ. გადაწყვეტილება საქართველოსა და თურქეთს შორის შერეული ეკონიმიკური კომისიის სხდომაზე მიიღეს.

ამ ეტაპზე არ კონკრეტდება რა სახის გამარტივებაზეა საუბარი, თუმცა ნათია თურნავას განმარტებით, ქართული მხარე ახორციელებს რეფორმას, რათა უცხო ქვეყნებიდან მომავალი სატვირთო მანქანების საბაჟო კონტროლი მინიმუმამდე შემცირდეს და ამავე დროს, არც გადამზიდავი დაზარალდეს.

"ჩვენი მიზანია და რაც მთავარია, ამაში თურქეთის მხარეც მხარს გვიჭერს, რომ ჩვენი ქვეყნის საბაჟოებზე გადამზიდავებმა მინიმალური თანხა და დრო დახარჯონ. მსგავსი გადაწყვეტილებები გაზრდის ჩვენს ქვეყნებზე გამავალი სატრანსპორტო კორიდორის კონკურენტუნარიანობას და შევძლებთ, მეტი გადამზიდავი მოვიზიდოთ,“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი