თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ერთ-ერთმა მოქალაქემ გუშინ თავის დაწვა სცადა. იგი თბილისის საქალაქო სასამართლოსთან რუსთაველის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეებთან ერთად მივიდა. როგორც სამოქალაქო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრმა, დავით ქაცარავამ განაცხადა, ეს იყო ხელისუფლების მიმართ ერთგვარი პროტესტის გამოხატულება, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე.
სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიის გარდა ხმაური იყოს სასამართლოს შენობაშიც. დეპუტატ ელენე ხოშტარიას, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს სხდომათა დარბაზში არ უშვებდნენ, რასაც მანდატურის სამსახურსა დ პოლიტიკოსებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.