მესტიის მუნიციპალიტეტის ცხუმარისა და ეცერის ტერიტორიულ ერთეულში რამდენიმე ჰექტრამდე ტყის მასივი იწვის.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები, მუშაობს 45 მეხანძრე-მაშველი. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობაც.
ხანძრის ქრობის პროცესს რთული რელიეფი აფერხებს.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ხანძარი წუხელ ღამით გაჩნდა, მზიანი ამინდების გამო კი ცეცხლი ადვილად გავრცელდა.
ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.