პირველი არხი: თბილისში რამდენიმე ადამიანი მოკლეს

17 ნოემბერი 2019, 18:30 4136 ნახვა

თბილისში მკვლელობა მოხდა.  შსს ატენის ქუჩაზე სამი პირის გარდაცვალებას ადასტურებს. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ოჯახის ორი წევრი მოკლა, ხოლო შემდეგ თავი მოიკლა.

როგორც  პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი