ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით, წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს - სუსი

15 ნოემბერი 2019, 21:10 2211 ნახვა

უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობით, ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით, საქართველოს მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილი უკრაინაში, ქალაქ კიევში დააკავა - ინფორმაციას სუსი ავრცელებს.

''საქართველოს სახელმწიფო სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2014 წელს, ცეზარ ტოხოსაშვილი სირიის არაბთა რესპუბლიკაში გაემგზავრა და სამთავრობო ძალების წინააღმდეგ წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2015 წელს, ცეზარ ტოხოსაშვილი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“-ს რიგებში გაწევრიანდა. მას ახლო ურთიერთობა აკავშირებდა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერებთან: თარხან ბათირაშვილთან, ისლამ ატაბიევთან და ახმედ ჩატაევთან'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

2019 წლის 6 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ცეზარ ტოხოსაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი