''ეს შიდა სამზარეულოა'' - მდინარაძე ''ქართული ოცნების'' ოფისში ყოფილი თანაგუნდელების მისვლაზე 

15 ნოემბერი 2019, 17:29 1759 ნახვა

''ქართული ოცნების'' ლიდერი მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ ყოფილი თანაგუნდელები და უმრავლესობის ყოფილი წევრები დღეს ''ქართული ოცნების'' ოფისში იმყოფებოდნენ. დეპუტატი არ აკონკრეტებს ვისთან გაიმართა შეხვედრა, ამბობს, რომ საუბარი ნამდვილად ეხებოდა, კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ, კოლეგების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

''ეს არის შიდა სამზარეულო და ამ კითხვაზე შეგნებულად არ გიპასუხებთ. შიდა სამზარეულოა ვის, რომელ ოთახში რამდენი წუთი შეხვდა ჩვენი თანაგუნდელი. შეხვედრას გიდასტურებთ.

იყო საუბარი მათ შორის ხომ არ შეიცვლიდნენ ისინი პოზიციას. აშკარა იყო გუშინ, რომ ეს სპონტანური, ემოციურ ფონზე გაკეთებული განცხადებები იყო. აღმოჩნდა, რომ ისინი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებენ. რჩებიან პარლამენტის ღირსეულ წევრებად. კვლავ გააგრძელებენ საქმიანობას,რომელიც ჩვენს ქვეყნას ბევრ რამეში წაადგება,'' - უთხრა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ. 

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტიის ოფისში თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, სოფიო ქაცარავა და დიმიტრი ცქიტიშვილი ავტომობილით შევიდნენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი