29 ოქტომბერს, ქობულეთში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული კიდევ ერთი მოსწავლე გარდაიცვალა. მეთორმეტეკლასელი ბიჭი ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებაში იყო მოთავსებული. მედიკოსების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში მოთავსებულ ბიჭს რამდენიმე დღის წინ, ყბა-სახის ოპერაციაც ჩაუტარდა.
კლინიკაში ამ დრომდე რჩება კიდევ ერთი დაშავებული გოგო. მისი მდგომარეობა სტაბილურია.
სოფელ ქობულეთში მანქანა ხეს შეეჯახა. ორი მეთორმეტეკლასელი ადგილზე დაიღუპა, ოთხი კი, ბათუმისა და ქობულეთის საავადმყოფოებში მოათავსეს. მოგვიანებით ორი დაშავებული რეანომობილით ქუთაისში გადაიყვანეს.
სკოლის ადმინისტრაციის ცნობით, ავტომანქანას სავარაუდოდ ერთ-ერთი მოზარდი მართავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლი დიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.