''არ გაბედო“ - აქცია პარლამენტთან

13 ნოემბერი 2019, 20:25 1485 ნახვა

დილიდან ხმაურია საქართველოს პარლამენტში და საქართველოს პარლამენტთან. 93 ხმით ინიცირებული, მნიშვნელოვანი კანონპროექტის კენჭისყრამდე, დებატები გაიმართა. მეორე დღეა ცნობილია, რომ მაჟორიტარების ნაწილი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას თურმე ეწინააღმდეგება.

ამის შესახებ მათ ახლა თქვეს და როგორც ამბობენ, უთხრეს ბიძინა ივანიშვილსაც. სწორედ ივანიშვილია ამ ცვლილების მთავარი ინიციატორი, რასაც საზოგადოების დიდი ნაწილი და ოპოზიციაც ემხრობა. ამაზე მიუთითებს საერთაშორისო და ადგილობრივი რეკომენდაციებიც, მაგრამ ახლა ამ დანაპირების შესრულების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

საზოგადოებაში ორი ვერსია განიხილება - ან ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიდიან დეპუტატები, ან სახეზეა უმრავლესობაში არსებული აშკარა კრიზისი. კრიზისის, თუ დემოკრატიის იმიტაციის კვალდაკვალ აქციები იმართება საქართველოს პარლამენტთან.

ანი ბოჭორიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი