კახეთში, ართანასა და ფშაველთან, ალპურ ზონაში შეინიშნება დაკვამლიანების რამდენიმე კერა - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. სოფელში ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები.
საგანგებო სამსახურში ამბობენ, რომ ხანძრის ტყის მასივზე ან სოფლებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს.
ართანასთან სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.