მერაბ ბლადაძის გადაწყვეტილება შეაფასა პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა. ირმა ინაშვილი ამბობს, რომ ბლადაძეს დიდი წვლილი მიუძღვის წინა ხელისუფლების რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. უკვე ყოფილ კოლეგას ინაშვილმა წარმატებები უსურვა და თქვა, რომ იგი მათ თანამებრძოლად რჩება.