სარფში მოქალაქეების ბარგის და ავტომობილის დათვალიერებისას ნარკოტიკი იპოვეს

11 ნოემბერი 2019, 17:46 3450 ნახვა

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მაკონტროლებლებმა ერთ კვირაში საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“, ,,მტკვარი”, ,,ქუთაისის აეროპორტი“ და ,,თბილისის აეროპორტი“, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები დააფიქსირეს.

მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი ბარგისა და ავტომობილების დათვალიერებისას 64 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი, 6.8 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი, 482 გრამი ნარკოტიკული საშუალებები მარიხუანა და 1.10 გრამი ჰაშიში აღმოაჩინეს. 

საქმის მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი