ბათუმის კინოთეატრთან სანთლები დაანთეს - „და ჩვენ ვიცეკვეთ“ დღე მესამე

10 ნოემბერი 2019, 21:56 3332 ნახვა

"და ჩვენ ვიცეკვეთ" -  ფილმის ჩვენების მოწინააღმდეგეებმა, ბათუმში, კინოთეატრ "აპოლოსთან" აქცია-პერფორმანსი გამართეს.

პროტესტის მესამე დღეს, აქციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, რომ სანთლებით ხელში „უკანასკნელ გზაზე გაეცილებინათ გეიპროპაგანდა“.  ანთებული სანთლები,  კინოთეატრთან, მოაჯირებზეც დაამაგრეს. 

იყო სხვა იდეებიც, აქციის ერთ-ერთი მონაწილეს გაუჩნდა  სურვილი, რომ ხვალ სასულიერო პირს ეკურთხებინა კინოთეატრი.

არსებობდა განსხვავებული აზრიც, მოქალაქეების ნაწილს, ვინც მათ პოზიციას იზიარებდა, ბოიკოტი გამოეცხადებინათ "აპოლოსთვის". 

ბათუმის, ისევე როგორც თბილისის კინოთეატრებში, მესამე დღეა ფილმის - „და ჩვენ ვიცეკვეთ“ საპრემიერო ჩვენებები პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. 

ლევან ვასაძისა და „ქართული მარშის„ ორგანიზებით, გეი წყვილის შესახებ გადაღებულ ფილმის ჩვენებას, ადამიანთა ჯგუფები აპროტესტებენ. 

აცხადებენ, რომ ამ ფილმის ყურება რყვნის საზოგადოებას და ქვეყანაში გეიპროპაგანდას უწყობს ხელს. 

ასევე, ფილმს,  პორნოგრაფიულს უწოდებდნენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი