მუსლიმურმა სამყარომ, მუჰამედ შუამავლის დაბადება აღნიშნა

10 ნოემბერი 2019, 12:00 2007 ნახვა

მუსლიმურმა სამყარომ, მუჰამედ შუამავლის დაბადება აღნიშნა. მრევლი ბათუმის დრამატულ თეატრში შეიკრიბა. გაიხსენეს წინასწარმეტყველის ცხოვრება და ყურანიდან ამონარიდები წაიკითხეს.  თარიღისთვის მუსლიმი ოჯახები განსაკუთრებულად ემზადებიან და ლოცვებს კითხულობენ.

მუჰამედ წინასწარმეტყველის დაბადებიდან 1449 წელი გავიდა. მუჰამედი ისლამის დამაარსებელი და რელიგიური მქადაგებელია. ყურანის მიხედვით ის ალლაჰის უკანასკნელი მოციქული და წინასწარმეტყველია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში