„სტუდენტური დღეები ”2019 დასრულდა. ორი დღის განმავლობაში ბათუმის ცენტრალურ პარკში,ცოცხალი მუსიკა ჟღერდა. გაიმართა მხიარული და საზრიანი თამაშები, ჩატარდა სპორტული აქტივობები. ფესტივალზე სტუდენტების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთებიც აჩვენეს. დღის ბოლოს ფრანები გაუშვეს.
ორდღიანი ფესტივალი ბათუმის ახალგაზრდული რეგიონული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.