ბანგლადეშის სანაპირო რეგიონიდან დაახლოებით 500 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით რამდენიმე საათში ქვეყნის სანაპიროს ციკლონი "ბულბული" მოუახლოვდება.
მეტეოროლოგების განმარტებით, სტიქიის ზონაში ციკლონი გიგანტურ ტალღებს, ძლიერ წვიმას და საათში 120 კილომეტრის სიჩქარის ქარს გამოიწვევს. არსებობს ცაკლეული რეგიონების დატბორვის მაღალი რისკიც. სწორედ ამის გამო სანაპირო ზოლში მდებარე რამდენიმე საპორტო ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
ინფორმაციას CNN ავრცელებს.