კინოთეატრ "ამირანთან" სპეცრაზმი გამოჩნდა

08 ნოემბერი 2019, 19:14 1839 ნახვა

კინოთეატრ „ამირანთან“ ცოტა ხნის წინ სპეცრაზმი გამოჩნდა. პოლიციელები ტერიტორიაზე სპეციალური ეკიპირებით, ჩაფხუტებითა და ფარებით მივიდნენ. ადგილი აქვს დაპირისპირებასაც. ტერიტორიიდან გაიყვანეს პოლიციელიც, რომელიც ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით დაშავდა. 

პოლიცია კინოთეატრ „ამირანთან“ შეკრებილ აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, სამართალდამცველთა მითითებებს დაემორჩილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში იმოქმედებს კანონის შესაბამისად.

ტერიტორიაზე ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია. გზაზე აქციის მონაწილეები იმყოფებიან. ისინი სკანდირებენ და პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები მივიდნენ. ამ ეტაპზე უცნობია დაშავდა თუ არა ვინმე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი