უცხოეთში მიწევს წასვლა, რომ სანათესაო ვარჩინო - ლევან ვასაძე

08 ნოემბერი 2019, 18:06 2527 ნახვა

ვაკის პარკში შეკრებილებს დღეს ლევან ვასაძემ სიტყვით მიმართა, თქვა, რომ ნათესავების სარჩენად  უცხოეთში უწევს წასვლა. 

რაც კეთდება ბოლო წლებში საქართველოში სრულიად უკონტროლო, აღვირახსნილი პორნოგრაფიის, აბორტების, აზარტული თამაშების, კაზინოების, ნარკოტიკების პოლიტიკა შეუქცეველად ანადგურებს ჩვენს ერს.ჩვენი ერი, რომელიც უაღრესად დიდი ისტორიის მატარებელია ფსკერზეა დაცემული. ​თითეული ჩვენგანის ოჯახს, მათ შორის მეც, უცხოეთში მიწევს წასვლა, რომ ჩვენი სანათესაო ვარჩინოთ.

ეს არის მიზანმიმართული მცდელობა ჩვენი ახალგაზრდების გადაჯიშებისა და გადაგვარებისა. გარყვნილების დაუღალავი პროპაგანდა. სატელევიზიო პოლიტიკა, რომელიც მიმართულია იმაზე, რომ თუ ადამიანს სამსახური აქვს სახლში მოსულს ნერვები დააგლიჯონ, გული გაუხეთქონ, ყველაფერი ცუდი უთხრან და აჩვენონ არის ნაწილი იმ იდეოლოგიისა, რომელზეც მე ვსაუბრობ. ჩვენი ზღაპრული ქვეყანა, რომელიც ჩვენ ასე გვიყვარს გადაქცეულია ჯოჯოხეთად,'' - მიმართა შეკრებილებს ვასაძემ. 

სიტყვით გამოსვლამდე კი სასულიერო პირებმა, აქციის მონაწილეებთან ერთად ლოცვები წაიკითხეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში