7 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ბათუმის პორტი“, ჩატარებული ვეტერინარული-სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, უკრაინიდან შემოტანილ გაყინულ ქათმის ხორცში (23380კგ.) სალმონელას ბაქტერია გამოვლინდა.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი განადგურდა.
ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.