გადაწყვეტილების მიზეზი პირადია და იმედია პოლიტიკური სპეკულაციები არ მოჰყვება - მიხეილ ბატიაშვილი

07 ნოემბერი 2019, 13:02 1334 ნახვა

"მინდა გითხრათ, რომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო მინისტრის თანამდებობა. ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი პირადია და დიდი იმედს გამოვთქვამ, რომ ამას არ მოჰყვება დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები"- ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლების ყოფილმა მინისტრმა განუცხადა. 

მიხეილ ბატიაშვილი მის მთავარ მიღწევად, კულტურის სფეროში დაწყებულ ცვლილებებს მიიჩნევს, თუმცა არ აკონკრეტებს რა ცვლილებებზე საუბრობს.  მისივე თქმით, ქართული ოცნების უდიდესი მიღწევაა, რომ განათლება გახდა პრიორიტეტი და ეს უკვე დადასტურდა საქმით.

ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ სამუშაოდ სავარაუდოდ არასამთავრობო სექტორში გადავა და განათლების სისტემას განვითარებაში გარედან დაეხმარება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი