ქართული ფილმი "და ჩვენ ვიცეკვეთ" დაპირისპირების მიზეზი ხდება. ფილმების ჩვენებას, რომელიც გეი წყვილის ურთიერთობას ასახავს, თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში ქართული მარშის ლიდერი, საპატრიარქო და ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე ეწინააღმდეგებიან. ისინი დახმარებას თხოვენ როგორც პოლიციას ისე მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმთავრებს, გამოვიდნენ და ხელი შეუშალონ ჩვენებებს.
საქმე ისაა, რომ სამ დღიანი კინო ჩვენებების ბილეთები თითქმის გაყიდულია. ჯენი კვანტალიანი გვეტყვის რა პოზიცია აქვთ პოლიტიკოსებს, მესამე სექტორს და რატომ ხდება მუდმივად ამ საზოგადოების მხრიდან ადამიანების დაშინება, როცა საქმე ეხება უმცირესობების ინტერესებს?