თურქეთში სახლების ქურდობითვის, პოლიციამ საქართველოს 8 მოქალაქე დააკავა

05 ნოემბერი 2019, 14:16 2015 ნახვა

ანკარის პოლიციამ, თურქეთის დედაქალაქში დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი დააკავა, რომლის რვავე წევრი საქართველოს მოქალაქეა. თურქი სამართალდამცველების ინფორმაციით, ბრალდებულები სახლებსა და სავაჭრო ცენტრებს ძარცვავდნენ, მათ ობიექტებიდან ტექნიკა და ფული გაჰქონდათ.

პოლიციაში ამბობენ, რომ ანკარაში ძარცვის ფაქტები განსაკუთრებით აგვისტო-ოქტომბრის ჩათვლით გაიზარდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა შეისწავლა ძარცვის ადგილებზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები, დადგინა სავარაუდო დამნაშავე პირებიც. თვალთვალის შედეგად კი ბრალდებულები სამ მისამართზე აიყვანეს.

დაკავებულები არიან: -  ნიკა ტ, რატი გ, რამაზი უ, როლანდი უ, მიშა კ, ნიკა გ, რეზო კ, ლერი მ.

პოლიციამ ნივთმტკიცებად პისტოლეტი, ნოუთბუქი, 5 მობილური ტელეფონი, მაჯის საათები, პლანშეტი, კამერა, სიმ კარტები და სიგნალიზაციის კაბელები ამოიღო.

როგორც დაზუსტდა, ბრალდებულებმა 4 სახლი გატეხეს, საიდანაც 5000 ლირა და 20 000 ლირის ღირებულების ტელეფონები, ნოუთბუქები, ფეხსაცმელები წაიღეს.  რაც შეეხება მაღაზიას, ბრალდებულებმა სიგნალიზაცია სპეციალური ინსტრუმენტების საშუალებით გათიშეს და სავაჭრო ობიქტებიდან ტელეფონები, ნოუთბუქები და 30 000 ლირა მოიპარეს.

გამომძიებლების ინფორმაციით დამნაშავეთა ჯგუფი კარგად ორგანიზებული იყო, ისინი ვინაობას დოკუმენტურად ცვ;ლიდნენ, სისტემატიურად იცვლებოდა მათი ვიზუალიც.  ოპერაციის შედეგად 8-ვე დაკავებულს პატიმრობა მიესაჯა, 6 ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 2 თვით, ორს კი 5 წლიანი სასჯელი შეუფარდეს.

ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი