ხულოში სამი პირი დააკავეს, რომლებმაც 16 წლის გოგო მოიტაცეს 

05 ნოემბერი 2019, 09:48 9046 ნახვა

ხულოში, 19 წლის ბიჭმა, ორ თანამზრახველთან ერთად, არასრულწლოვანი გოგო მოიტაცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამივე მათგანი დაკავებულია. ისინი პოლიციამ გოგონას თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით აიყვანა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მამაკაცმა არასრულწლოვანი ავტომანქანით წალკის მიმართულებით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის გავლით წაიყვანა. ერთ-ერთი ბრალდებული ამბობს, რომ მას გოგოს ცოლად შერთვა სურდა. 

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ფოტო: სოციალური ქსელიდან

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი