ავარიული გზა სოფელ გორგაძეებში. ცეცხლაძეების ოჯახი ამბობს, რომ გზის გამაგრებისთვის ფინანსური სახსრები არ გააჩნიათ, ამიტომ ქობულეთის მერიას გზის გამაგრებას და სანიაღვრე არხის მოწყობას სთხოვენ.
როგორც ყვებიან, მათთან ვერც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა აღწევს და ტვირთის გადატანაც ხელით უხდებათ. ამბობენ,რომ გზა წლების განმავლობაში წყალმა გადარეცხა, ძლიერი წვიმის დროს კი იმეწყრება.
წლების წინ ეს სოფლის ცენტრალური გზა იყო, ახლა კი ადგილობრივები კი რამდენიმე კილომეტრიანი შემოვლითი გზით სარგებლობენ.ქობულეთის მერიაში გზის მოქალაქეების მოთხოვნაზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.