ილია მეორე: გაუფრთხილდით სამშობლოს და ეკლესიას - მადლობელი ვარ თანადგომისთვის

03 ნოემბერი 2019, 15:40 2516 ნახვა

სინოდის ბოლო სხდომის შემდეგ დღეს, 3 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა  ქადაგებაზე უარი თქვა.   ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს მხოლოდ რამდენიმე წინადადებით მიმართა.

„მე დღეს ქადაგება არ მექნება, შეგონება მექნება. მწუხარებამ გაგვაერთიანა ერთმანეთთან და ღმერთთან. გაუფრთხილდით სამშობლოს და ეკლესიას. ამაშია ძალა ქართველი ერისა.

​გეძლევათ ლოცვა კურთხევა, რომ დღეს სახარებიდან წაიკითხოთ ერთი თავი მთელ საქართველოში. ეს მოგცემთ თქვენ მადლსა და წყალობას. დალოცვილი იყავით.

მადლობელი ვარ თანადგომისთვის. თანადგომა გამოიჩინეს სხვა რელიგიების წარმომადგენლებმაც, მუსულმანებმა და სხვებმა. გაიხარეთ, ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი