აბაშიძე - კარასინის შეხვედრის ფორმატი

03 ნოემბერი 2019, 12:30 1340 ნახვა

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ნოემბრის ბოლოს, პრაღაში გასამართ შეხვედრაზე რუსეთის დელეგაციას ისევ გრიგორი კარასინი უხელმძღვანელებს და სხვა პირის ხელმძღვანელობა ამ ფორმატში გათვალისწინებული არ არის.

კითხვაზე, რა მანდატით ჩაერთვება გრიგორი კარასინი ფორმატში მას შემდეგ, რაც ის აღარ იკავებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს, აბაშიძემ აღნიშნა, რომ კარასინი არის ფედერაციის საბჭოს წევრი, სენატორი და მას ქვეყნის ხელმძღვანელობამ დაავალა ამ მისიის შესრულება. უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ამბობს, რომ გრიგორი კარასინს გარკვეული სახელმწიფო მოხელის რანგი აქვს, რომელიც მას საშუალებას აძლევს, დავალებები შეასრულოს.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, კარასინი 2013 წლიდან არის ჩართული მოლაპარაკებებში და ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა, რის შესაძლებლობასაც იძლეოდა ფორმატი. ოპოზიციაში კი  ამბობენ, რომ „აბაშიძე-კარასინის“ ფორმატი მისაღებია, თუმცა ამან არ უნდა დააკნინოს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი