ძლიერმა წვიმამ, ე.წ „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლებიც დააზარალა, რომლებიც ახლა უამინდობით გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან. დაიტბორა სახლების უმეტესობა. როგორც ყვებიან გაუფუჭდათ ტექნიკა და დაუსველდათ ავეჯი. წყალი სახლებს შორის ახლაც დგას.
„ოცნების ქალაქში“ არ არის სანიაღვრე არხები, რის გამოც ძლიერი წვიმის დროს სახლები ხშირად იტბორება. ოჯახები დახმარებას ითხოვენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ ახალი კორპუსების მშენებლობა დროულად დაიწყონ. ამ მოთხოვნით მათ არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს.