მარნეული-სადახლოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა 11 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამი მსუბუქი და ერთი მიკროავტობუსი შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად, დაიღუპა მსუბუქ ავტომანქანაში მსხდომი ცოლ-ქმარი. დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.