შეხვედრამდე სამოთხეში - ასე დაემშვიდობა მრევლს ჭყონდიდელი ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა. მღვდელთმთავრობიდან გათავისუფლებული შიომღვიმის მონასტერში განამწესეს, თუმცა იგი პატრიარქის განჩინების შესრულებას არ აპირებს და ამბობს რომ სხვა მონასტერი აქვს შერჩეული.
ამასთან ცნობილია, რომ გადაწყვეტილებას მარტვილში მრევლის და სასულიერო პირების ნაწილი აპროტესტებს. პროტესტის ფონზე დღეს მარტვილში ეპარქიის დროებით მმართველად დანიშნული გრიგოლ კაცია ჩავიდა, სხვა მღვდელთმთავრებთან ერთად.
„მშვიდობა, სიყვარული, მეგობრობა, პატიება“, - ასე მიესალმა მიტროპოლიტი ეკლესიის ეზოში შეკრებილ მრევლს და სასულიერო პირებს.