შსს-ს განცხადება

07 სექტემბერი 2016, 00:00 2534 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო სპორტსმენ მინდია ოჯახიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ  იარაღის ტარების ბრალდებით დაკავებულს თავის ტკივილი აწუხებდა, რის გამოც დროებითი მოთავსების იზოლატორიდან საავადმყოფოში გამოკვლევებზე გადაიყვანეს. განცხადებაში წერია, რომ “ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მინდია ოჯახიშვილს მრავალპროფილური სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, მას ჯანმრთელობის პრობლემები და ასევე, სხეულზე მნიშვნელოვანი ტრავმული დაზიანებები არ აღენიშნებოდა. შესაბამისად, მისი საავადმყოფოში დარჩენის საფუძველი არ არსებობდა.   სამედიცინო პერსონალის განმარტების შემდეგ, რომ დაკავებული უკვე აღარ იმყოფებოდა კლინიკაში, ბრალდებულის ახლობლებმა  ისინი სიცრუეში დაადანაშაულეს და ერთ-ერთ ექიმს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ექიმის ცემის ფაქტთან დაკავშირებით ბათუმის საქალაქო სამმართველოში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო", - აღნიშნულია უწყების განმარტებაში. სამინისტროს განცხადებაში ასევე წერია, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, პისტოლეტი, 6 ვაზნა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ამოიღეს. ​

ამავე კატეგორიაში