პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და რამდენიმე მედია საშუალებამ, მათ შორის ტელეკომპანიებმა ტვ პირველმა, მთავარმა არხმა, რუსთავი 2-მა, აჭარა ტვ-მ და სხვებმა ელექტრონული ფოსტით მუქარის შემცველი წერილი მიიღეს. აღნიშნულ წერილში Black Mirror-ად წოდებული უცნობი პირი 3 დღის ვადაში ანგარიშზე 500 ბიტკოინის გადარიცხვას ითხოვს.