სინოდის გადაწყვეტილებას და მეუფე პეტრეს განცხადებას ეხმაურებიან სასულიერო პირები

31 ოქტომბერი 2019, 18:48 1283 ნახვა

მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა იღუმენია თამარ გამყრელიძე.  რომელიც სოციალურ ქსელში წერს, რომ მეუფე პეტრეს ბრძოლა საპატრიარქოში მამათმავლობის წინააღმდეგ, მისივე დასჯით დამთავრდა.

 სინოდის გადაწყვეტილებას და მეუფე პეტრეს განცხადებას ეხმაურებიან სასულიერო პირები, მიუნხენის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი აცხადებს, რომ ეკლესია უმძიმეს მდგომარეობამდე მივიდა და ამის მიზეზი ის პრივილეგიები და უკონტროლობაა, მისი თქმით აუცილებელია ისეთი ხელისუფლება იყოს საქართველოში, რომელიც ეკლესიას მკაცრ მოთხოვნებს წაუყენებს, ხოლო მეუფე პეტრეს გადაყენებით ეკლესიაში არსებული პრობლემები ვერ მოგვარდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი