დეკანოზი მამალაძის საქმეზე სინოდი პრეზიდენტს მიმართავს - მეუფე პეტრე 

31 ოქტომბერი 2019, 14:00 1785 ნახვა

"​​წმინდა სინოდმა ერთხმად გადაწყვიტა, რომ უშუამდგომლონ გიორგი მამალაძეს პრეზიდენტთან გასათავისუფლებლად"  - ამის შესახებ განცხადება მეუფე პეტრემ სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა. 

''სინოდის სხდომაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხი თავად პატრიარქმა დააყენა. ილია მეორემ დაიწყო ამაზე საუბარი, როგორც ჩვევია ხოლმე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, შემდეგ მოგვცა ქორეპისკოპოსებს სიტყვის საშუალება. გამოვიდა ერთი, მეორე... პატრიარქმა თქვა, რომ ყველაფრისა  მიუხედავად უნდა ვიყოთ მოწყალენი, იქვე დაიწყო საუბარი გიორგი მამალაძის ავადმყოფობაზე, ასევე იყო თუ არა ის ავად? საპატრიარქოს ამდენი ხნის განმავლობაში მარტივად შეეძლო კომისია შეეგზავნა ციხეში და დაედგინა იყო თუ არა ის ავა. 8 თვე სიმულაცია არ არსებობს'' - ამბობს მეუფე პეტრე. 

ანი ბოჭორიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი