ღამით მოსული უხვი ნალექის გამო ''ოცნების ქალაქი'' დაიტბორა. წყლით დაიფარა რამდენიმე სახლის პირველი სართული.
აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მოქალაქეები დაუკავშირდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ ძლიერი წვიმის დროს, გვიან ღამით დასახლების ერთი მონაკვეთი წყლით დაიფარა.
''წამოიღეთ ნავები და მოდით გადასაღებად'' - წერდა მოქალაქე სოციალურ ქსელში.
სტიქიის დროს დასახლება ხშირად იტბორება. ძლიერი წვიმის გამო, კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე მეჯინისწყალი, რამაც ახლოს მდებარე ქუჩების დატბორვა გამოიწვია.
ბათუმში მომდევნო დღეებშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.