ქობულეთში ავარიის შედეგად დაშავებული არასრულწლოვნები საავადმყოფოებში რჩებიან

30 ოქტომბერი 2019, 10:13 1968 ნახვა

ქობულეთში ავარიის შედეგად დაშავებული არასრულწლოვნები საავადმყოფოებში რჩებიან, ერთი დაშავებული ქობულეთის, მეორე კი, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ორი ახალგაზრდა კი, ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ავარია ქობულეთში გუშინ შუადღისას  მოხდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. სკოლის ადმინისტრაციის ცნობით, ავტომანქანას, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მოზარდი მართავდა.  მანქანაში 6 მეთორმეტეკლასელი იჯდა. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი