თბილისში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

29 ოქტომბერი 2019, 12:11 1295 ნახვა

თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული კაცის  ჯანმრთელობის  მდგომარეობა სტაბილურია-აცხადებს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი.  მას დამწვარი აქვს სხეულის 35%. დაზიანებულია სასუნთქი გზებიც. პაციენტი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია. შემთხვევა გუშინ ღამით თევდორე მღვდლის ქუჩაზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი გაზი აფეთქდა. დაზიანდა ხუთსართულიანი კორპუსის ბოლო სართული. შედარებით ნაკლებად მეოთხე. ხუთი დაზარალებული   ოჯახი მერიამ დროებით სასტუმროში გადაიყვანა. კორპუსში მცხოვრები იმ ოჯახებისთვის, რომელთა ბინები არ დაზიანებულა, ეზოს მხრიდან ალტერნატიული შესასვლელი გაკეთდა.  აფეთქებით დაზიანებულ კორპუსს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური აღადგენს, თუმცა, რა ვადაში ჯერჯერობით უცნობია.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი