მასშტაბური კიბერშეტევა საქართველოში. გათიშული იყო რამდენიმე ტელევიზია და ათასობით ვებპორტალი. ვებ გვერდების გახსნისას ჩნდებოდა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტო წარწერით: მე დავბრუნდები. "ეს არის მიშას ვირტუალური დაბრუნება" - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ წევრი ლადო მგალობლიშვილი დაჰაკვას.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის მუხლით, მოგვიანებით, გამოძიებას კიდევ ერთი მუხლი დაემატა. ექსპერტების განცხადებით, შესაძლოა უკვე წაღებული იყოს მნიშვნელოვანი მასალა. ამ დროისთვის ოფიციალური განცხადება მომხდარზე არ გაკეთებულა.