''იმედი'' და ''მაესტრო'' გაითიშა - სავარაუდოდ კიბერშეტევა განხორციელდა 

28 ოქტომბერი 2019, 15:46 4080 ნახვა

ტელეკომპანია ''იმედი'' და ''მაესტრო'' გათიშულია. საიტზე გადაცემების ნაცვლად შავი ფონია. როგორც არხის წამყვანები, სოციალურ ქსელში წერენ, სავარაუდოდ, არხზე კიბერშეტევა განხორციელდა. სავარადოდ, დაჰაკეს GDS არხიც, რომელიც ასევე გაითიშა. 

''ქსელი არის პარალიზებული, ვერ ვიღებთ ვერანაირ სიგნალს, ვერ გავდივართ ეთერში, ვერ ვიყენებთ სამონტაჟო კომპიუტერებს. ვმუშაობთ, რომ ძალიან მალე დავბრუნდეთ ეთერში!'' - დაწერა სოციალურ ქსელში ირაკლი ჩიხლაძემ. 

ტელეკომპანია მაესტროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე კი, განცხადება გამოაქვეყნეს. 

''სერვერზე განხორციელდა ჰაკერული დავდასხმა , არხის მაუწყებლობა შეჩერებულია . არხის IT სამსახური ცდილობს მაუწყებლობა აღადგინოს'' - წერია ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი