პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში 2 პირი დააკავა. სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქე, დიღომში აიყვანეს. მისი პირადი ჩხრეკისას, 1260 აბი ექსტაზი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
კიდევ ერთი პირი კი, თამარ მეფის გამზირზე დააკავეს. ისიც ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეა. დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია 297 აბი ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, მიმდინარეობს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.