სტიქია და დატბორილი ბათუმი. ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ, ქალაქში პრობლემები შექმნა, გაჩნდა საცობები, დაიტბორა ქუჩები, სარდაფები და მაღაზიები, რთული მდგომარეობა განსაკუთრებით იმ უბნებში შეიქმნა, სადაც სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
დატბორილ ჯავახიშვილის ქუჩაზე კი პოლიციის ავტომანქანა პიკაპი არხში ჩავარდა.
სინოპტიკოსების პროგნოზით მომდევნო 24 საათიც უნალექო იქნება.