გია ერმაკოვის სასამართლო სხდომა და ბადრაგირებისას გამოვლენილი შესაძლო არასათანადო კვების ფაქტი - დღეს ბათუმის ყოფილმა მერმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ რამდენიმესაათიან სხდომას შესაძლოა აღარ დაესწროს, რადგან ეს მის ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება.
ადვოკატის თქმით ბადრაგირებისას ბრალდებულები სათანადოდ ვერ იკვებებიან. სხდომაზე დღეს მერიის თანამშრომელი და ბანკის წარმომადგენელი გამოკითხეს.
პროკურორი დაინტერესდა ითხოვს თუ არა მერია ზარალის ანაზღაურებას იმ პირებისგან ვინც იყო ამ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი?
ამაზე ზურაბ ქამაშიძემ უპასუხა, რომ მერიის აზრით პასუხი უნდა აგოს „კონვენტ ჯორჯიამ,“ „პოინტ ბანკმა“ და „ბაზისბანკმა. მოკლედ ყველამ დაკავებული და ბრალდებული მაღალჩინოსნების გარდა.