საქართველოს ბანკმა ​"ფოინთ ბანკის" შესახებ ინფორმაცია ვერ მოიძია - მოწმე მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე

24 ოქტომბერი 2019, 15:08 2208 ნახვა

მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის განხილვა განახლდა, ამჯერად მოწმის სახით ''საქართველოს ბანკის'' თანამშრომელი იკითხება. პროცესზე მოსამართლე, დავით მამისეიშვილს პროკურორმა მოწმის ჩვენება საჯაროდ წაუკითხა. წერილობით ჩვენებაში მოწმე ყვება, რომ ბათუმის მერიამ "საქართველოს ბანკს" მიმართა გადაემოწმებინა ბრიტანეთში არსებული "ფოინთ ბანკის" რეიტინგი, რომელიც იაფი სახლის მშენებლობის მსურველ კომპანიას, გარანტორად ჰყავდა წარმოდგენილი.

ამბობს, რომ  მერიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გადასამოწმებლად მიმართა "საქართველოს ბანკის" ფინანსირების დეპარტამენტს და აღმოაჩინეს, რომ ​"ფოინთ ბანკის" შესახებ ინფორმაცია არ იძებნებოდა.

მოწმის თქმით, ამის შესახებ აცნობა არჩილ ვანაძეს (ბათუმის მერიის ყოფილი ფინანსური სამსახურის უფროსი). უთხრა, რომ ბანკთან დაკავშირებით არსებობდა რისკები, რის გამოც არ გაუწიეს რეკომენდაცია.
პროკურორმა დაცვის მხარეს საქართველოს ბანკის თანამშრომელსა და არჩილ ვანაძეს შორის ამსახველი მიმოწერა წარმოადგინა, რომელის ავთენტურობა ეჭვქვეშ დააყენა დაცვის მხარემ. 

გიორგი ერმაკოვის ადვოკატის, ლევან მახარაშვილმა დარბაზში ჰკითხა მოწმეს - გადაამოწმა თუ არა "საქართველოს ბანკმა" იყო თუ არა "ფოინთ ბაკი" საბანკო ორგანიზაცია ან ეჭვი ხომ არ გაუჩნდათ ამის შესახებ? მოწმე უპასუხა რომ არა.

''კონვენტ ჯორჯიამ“  მერიის ტენდერში, რომელიც იაფი სახლის მშენებლობაზე გამოცხადდა, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებული POINT BANK Ltd-ის მიერ გაცემული გარანტია წარმოადგინა. 

რისკების შესახებ, ერთ-ერთ სხდომაზე ნუკრი დეკანაძემაც ისაუბრა, ის მერიის ადმინისტრაციის უფროსია. ''იაფი სახლის'' ხელშეკრულების გაფორმების წინააღმდეგი ვიყავი, რადგან რისკები დავინახე'' - თქვა მან პროცესზე. 

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, 7 პირი დააკავეს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი