სოფელ ფერიაში მცხოვრები დუმბაძეების ოჯახი ტერიტორიიდან გასახლებას ითხოვს. ამბობენ, რომ მათი სახლი ავტობანის მშენებლობამ დააზიანა და საცხოვრებლად უკვე საშიშია.
დუმბაძეებს სახლის ქვევით, შემოვლითი გზისთვის გვირაბი გადის. სწორედ ამ გვირაბის მშენებლობას უკავშირებენ სახლზე გაჩენილ ბზარების გაჩენას.
მათი თქმით, სახლი მაშინ დაიბზარა, როცა გვირაბის გასაკეთებლად, აფეთქებითი სამუშაოების მიმდინარეობდა, რაზეც გეოლოგიური დასკვნაც არსებობს. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პრობლემის შესახებ უთხრეს საავტომობილო გზების დეპარტამენტსაც. უწყების წარმომადგენლები სახლის გამაგრებას დაპირდნენ, თუმცა რემონტს ოჯახი არ თანხმდება და გასახლებას ითხოვს.
ბზარების გარდა, სახლის საძირკველსა და სარდაფში წყალი დგება, რაც სახლს დამატებით საფრთხეს უქმნის. ოჯახი ირწმუნება, რომ ავტობანის მშენებლობის გამო, მათ მეზობლად 4 ოჯახი გაასახლეს და მხოლოდ ისინი დატოვეს.
ოჯახთან დღეს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე და კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძე იმყოფებოდნენ.