საბანკო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 1% გაიზარდა - რა ტიპის სესხებს ეხება ცვლილება 

23 ოქტომბერი 2019, 16:12 3917 ნახვა

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით,  რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე, გაზრდა.  კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება ინფლაციის 6,4 პროცენტამდე გაზრდით არის განპირობებული.

ეროვნული ბანკში მიიჩნევენ, რომ საპროცენტო განაკვეთის ცვლილება მიმართულია ფასების სტაბილურობის შენარჩუნებისკენ და ეს აუცილებელია.   "როცა მოსალოდნელია  მიზნობრივ დონეზე მაღალი ინფლაცია, ეროვნული ბანკი ზრდის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს.  თუ ეროვნული ბანკი თავს შეიკავებს პოლიტიკის განაკვეთის ზრდისგან, ეს მაინც ვერ დაიცავს მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთების მატებისგან, რადგან განაკვეთის უცვლელად შენარჩუნება  გამოიწვევს ინფლაციის მოლოდინს და შედეგად ფაქტიური ინფლაციის ზრდას.

მაღალი ინფლაცია და გაზრდილი ინფლაციური მოლოდინები კი, გამოიწვევს ნომინალური საპროცენტო განაკვეთების მატებას პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების პირობებშიც კი," - ასე განმარტავს ეროვნული ბანკი საპროცენტო განაკვეთების ზრდის აუცილებლობას. 

ვის მოემატება საპროცენტო განაკვეთი? 

ყველას, ვისაც არ აქვს ფიქსირებულ პროცენტი სესხზე.  "ცვლადი საპროცენტო განაკვეთის არსებულ სესხებზე, საპროცენტო განაკვეთი შეიცვლება ინდექსის ცვლილების შესაბამისად.

თუ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე ინდექსირებული სესხის განაკვეთი, პოლიტიკის განაკვეთის 0.25 პროცენტული პუნქტით გაზრდის შემთხვევაში, ასევე გაიზრდება 0.25 პროცენტული პუნქტით".

ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ უნდა შეიცვალოს.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი