ძველი ბულვარის ქვიშით ახალ ბულვარს ამაგრებენ

22 ოქტომბერი 2019, 20:14 1945 ნახვა

ბათუმის ძველი ბულვარის გასწვრივ სანაპიროდან ინერტულ მასალას იღებენ. პლაჟზე დილიდან მძიმე ტექნიკა მუშაობს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით ძველის ბულვარის ზღვიდან ამოღებულ ქვიშას ახალი ბულვარის სანაპიროსა და აეროპორტის მიმდებარედ გადაიტანენ, სადაც ნაპირი უნდა გაამაგრონ.

დღის განმავლობაში კი მძიმე ტექნიკა პლაჟზე სპეციალური დროებითი გზის გაჭრისთვის აწარმოებდა სამუშაოებს. ჩნდება კითხვა - არის თუ არა ტერიტორია რელევანტური, არის თუ არა საკმარისი რესურსი და რა კავშირშია შექმნილ სიტუაციასთან ჭოროხი და მაღალმთიან აჭარაში აშენებული ჰესები.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი